სიახლეები
Subspecialization program in cardiac electrophysiology სექტემბერი 5, 2016

The Georgian Heart Rhythm Association (GeHRA) announces commencement of the training program in clinical cardiac electrophysiology. The program is accredited by the Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia.

სუბსპეციალობის პროგრამა მაისი 3, 2016

საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია აცხადებს მიღებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებულ სუბსპეციალობის პროგრამაში "გულის ელექტროფიზიოლოგია და არითმიების მართვა". პროგრამა მოამზადებს ექიმ-სპეციალისტს აღნიშნულ სუბსპეციალობაში. პროგრამის ხანგრძლივობაა 2 წელი. აუცილებელი მოთხოვნებია კარდიოლოგის სახელმწიფო სერტიფიკატი და ინგლისური ენის ცოდნა. პროგრამა განხორციელდება ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე. მიღება მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით პირადი შეტყობინებით ან ელ.ფოსტაზე info@gehra.org. განაცხადების მიღება იწარმოებს 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით.

International Symposium on Catheter Ablation Techniques აპრილი 8, 2016

International Symposium on Catheter Ablation Techniques ჩატარდება ქალაქ პარიზში 2016 წლის 12-14 ოქტომბერს.

Cardiostim-EHRA Europace 2016 აპრილი 8, 2016

World Congress in Cardiac Electrophysiology & Cardiac Techniques ტარდება საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 8-11 ივნისს.

ღონისძიებები
საგანმანათლებლო სიმპოზიუმი აგვისტო 10, 2017

საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია გიწვევთ საგანმანათლებლო სიმპოზიუმზე "თანამედროვე და სამომავლო ტექნოლოგიები რთული ტაქიარითმიების მკურნალობაში".

საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის სესია საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესზე ივნისი 3, 2017

2017 წლის 24 ივნისს ტარდება საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესი, რომელზეც საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია წარდგება ცალკე სესიით.

საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის კონფერენცია იანვარი 17, 2016

საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია 2016 წლის 22 იანვარს აწყობს კონფერენციას კარდიოლოგებისთვის სახელწოდებით "გულის რიტმის დარღვევები კარდიოლოგის პრაქტიკაში.

თანამედროვე მიდგომები უეცარი კარდიული სიკვდილის პრევენციასა და გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობაში ოქტომბერი 8, 2014

14-15 ნოემბერს საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია და Medtronic Academia ევროპის გულის რიტმის ასოციაციის (EHRA) ექსპერტებთან ერთად აწყობს საგანმანათლებლო კონფერენციას "თანამედროვე მიდგომები უეცარი კარდიული სიკვდილის პრევენციასა და გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობაში". საგანმანათლებლო სესიებთან ერთად მოეწყობა მასტერ-კლასები. კონფერენცია ჩატარდება თბილისში, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში. კონფერენციის მხარდამჭერია კომპანია AMTS.


რესურსები
ევროპის გულის რიტმის ასოციაციის 2016 წლის White Book

წარმოგიდგენთ ევროპის გულის რიტმის ასოციაციის ყოველწლიური სტატისტიკური ცნობარის, ე.წ. White Book-ის 2016 წლის გამოცემას, სადაც ტრადიციულად შესულია სტატისტიკური მონაცემები საქართველოდანაც.