სიახლეები
სემინარი კარდიოლოგებისა და ზოგადი პროფილის ექიმებისთვის ბათუმში
ოქტომბერი 9, 2012

6 ოქტომბერს საქართველოს გულის რიტმის ასოციაციამ ბათუმში ჩაატარა პრაქტიკული სემინარი კარდიოლოგებისა და ზოგადი პროფილის ექიმებისთვის, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აჭარისა და გურიის რეგიონის ექიმებმა. სემინარი სახელწოდებით "ინვაზიური არითმოლოგიის თანამედროვე პრობლემები და სამომავლო პერსპექტივები" ჩატარდა კომპანიების "Medtronic", "AMTS" და "Takeda Nycomed" სპონსორობითა და ხელშეწყობით.