
საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია გიწვევთ საგანმანათლებლო სიმპოზიუმზე "თანამედროვე და სამომავლო ტექნოლოგიები რთული ტაქიარითმიების მკურნალობაში".
2017 წლის 24 ივნისს ტარდება საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესი, რომელზეც საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია წარდგება ცალკე სესიით.

საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია 2016 წლის 22 იანვარს აწყობს კონფერენციას კარდიოლოგებისთვის სახელწოდებით "გულის რიტმის დარღვევები კარდიოლოგის პრაქტიკაში.

14-15 ნოემბერს საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია და Medtronic Academia ევროპის გულის რიტმის ასოციაციის (EHRA) ექსპერტებთან ერთად აწყობს საგანმანათლებლო კონფერენციას "თანამედროვე მიდგომები უეცარი კარდიული სიკვდილის პრევენციასა და გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობაში". საგანმანათლებლო სესიებთან ერთად მოეწყობა მასტერ-კლასები. კონფერენცია ჩატარდება თბილისში, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში. კონფერენციის მხარდამჭერია კომპანია AMTS.

17 მაისს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს გულის რიტმის ასოციაციამ ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მხარდაჭერით გამართა კონფერენცია სახელწოდებით "უეცარი კარდიული სიკვდილი - ცოდნიდან პრევენციამდე". კონფერენციაში ქართველ ექიმებთან ერთად მონაწილეობდნენ ევროპის გულის რიტმის ასოციაციის (EHRA) პრეზიდენტი პროფესორი ანჯელო აურიკიო და პროფესორი იოზეფ კაუცნერი, აგრეთე კომპანია "მედტრონიკის" წარმომადგენლები.