ღონისძიებები
საგანმანათლებლო სიმპოზიუმი
აგვისტო 10, 2017

საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია გიწვევთ საგანმანათლებლო სიმპოზიუმზე "თანამედროვე და სამომავლო ტექნოლოგიები რთული ტაქიარითმიების მკურნალობაში".

მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები და განსაკუთრებული სტუმარი პროფესორი ჯოზეფ ბრუგადა მისი მოსწავლის, გიორგი პაპიაშვილის მოწვევით.

სიმპოზიუმი გაიმართება 2017 წლის 13-14 ოქტომბერს თბილისში, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“

სიმპოზიუმი გათვლილია ზოგად კარდიოლოგებზე, არითმოლოგიის სუბსპეციალისტებზე, კარდიოლოგიის რეზიდენტებზე, ზოგადი პროფილის ექიმებზე და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებზე.

პირველ დღეს, 13 ოქტომბერს დასწრება თავისუფალია.

მეორე დღეს, 14 ოქტომბერს გაიმართება ინტერაქტიური სესია კარდიოლოგებისთვის, სადაც განხილული იქნება საინტერესო შემთხვევები და მონაწილეებს საშუალება ექნებათ ელექტრონული ხმის მიცემის სისტემით პასუხები გასცენ შეკითხვებს. გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო პრიზები. მეორე დღისთვის წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულოა, რისთვისაც გთხოვთ, წერილობით მოგვმართოთ მისამართზე info@gehra.org ადგილები მეორე დღისთვის შეზღუდულია.