ღონისძიებები
საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის სესია საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესზე
ივნისი 3, 2017

2017 წლის 24 ივნისს ტარდება საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესი, რომელზეც საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია წარდგება ცალკე სესიით. ჩვენი ასოციაციის სესია მიეძღვნება 2015 წლის პარკუჭოვანი არითმიების და უეცარი სიკვდილის ევროპული გაიდლაინის განხილვას (2015 ESC Guidelines for the management of patients with ventricular arrhythmias and the prevention of sudden cardiac death).

კონგრესი ჩატარდება საგამოფენო კომპლექსის "ექსპო-ჯორჯია" მე-3 პავილიონში. მის. წერეთლის გამზ. 118.