ღონისძიებები
საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის კონფერენცია

საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია 2016 წლის 22 იანვარს აწყობს კონფერენციას კარდიოლოგებისთვის სახელწოდებით "გულის რიტმის დარღვევები კარდიოლოგის პრაქტიკაში. კონფერენცია ჩატარდება სასტუმრო "Holiday Inn"-ში და განხილულ იქნება გულის რიტმის დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სხვადასხვა ასპექტები. კონფერენციის გენერალური სპონსორია კომპანია Medtronic და მისი ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია AMTS. კონფერენციის მხარდამჭერია კომპანია Takeda.
რეგისტრაცია დაიწყება 09:00 სთ-ზე. დასწრება თავისუფალია.