The Georgian Heart Rhythm Association (GeHRA) announces commencement of the training program in clinical cardiac electrophysiology. The program is accredited by the Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia.

საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია აცხადებს მიღებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებულ სუბსპეციალობის პროგრამაში "გულის ელექტროფიზიოლოგია და არითმიების მართვა". პროგრამა მოამზადებს ექიმ-სპეციალისტს აღნიშნულ სუბსპეციალობაში. პროგრამის ხანგრძლივობაა 2 წელი. აუცილებელი მოთხოვნებია კარდიოლოგის სახელმწიფო სერტიფიკატი და ინგლისური ენის ცოდნა. პროგრამა განხორციელდება ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე. მიღება მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით პირადი შეტყობინებით ან ელ.ფოსტაზე info@gehra.org. განაცხადების მიღება იწარმოებს 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით.

International Symposium on Catheter Ablation Techniques ჩატარდება ქალაქ პარიზში 2016 წლის 12-14 ოქტომბერს.

World Congress in Cardiac Electrophysiology & Cardiac Techniques ტარდება საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 8-11 ივნისს.

14-15 ნოემბერს საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია და Medtronic Academia ევროპის გულის რიტმის ასოციაციის (EHRA) ექსპერტებთან ერთად აწყობს საგანმანათლებლო კონფერენციას "თანამედროვე მიდგომები უეცარი კარდიული სიკვდილის პრევენციასა და გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობაში". საგანმანათლებლო სესიებთან ერთად მოეწყობა მასტერ-კლასები. კონფერენცია ჩატარდება თბილისში, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში.
17 მაისს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს გულის რიტმის ასოციაციამ ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მხარდაჭერით გამართა კონფერენცია სახელწოდებით "უეცარი კარდიული სიკვდილი - ცოდნიდან პრევენციამდე". კონფერენციაში ქართველ ექიმებთან ერთად მონაწილეობდნენ ევროპის გულის რიტმის ასოციაციის (EHRA) პრეზიდენტი პროფესორი ანჯელო აურიკიო და პროფესორი იოზეფ კაუცნერი, აგრეთე კომპანია "მედტრონიკის" წარმომადგენლები.
ბათუმში ჩატარდა სემინარი კარდიოლოგებისა და ზოგადი პროფილის ექიმებისთვის არითმოლოგიაში.