ღონისძიებები
კონფერენცია უეცარი კარდიული სიკვდილის პრევენციის შესახებ

17 მაისს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს გულის რიტმის ასოციაციამ ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მხარდაჭერით გამართა კონფერენცია სახელწოდებით "უეცარი კარდიული სიკვდილი - ცოდნიდან პრევენციამდე". კონფერენციაში ქართველ ექიმებთან ერთად მონაწილეობდნენ ევროპის გულის რიტმის ასოციაციის (EHRA) პრეზიდენტი პროფესორი ანჯელო აურიკიო და პროფესორი იოზეფ კაუცნერი, აგრეთე კომპანია "მედტრონიკის" წარმომადგენლები.