სიახლეები
სუბსპეციალობის პროგრამა
მაისი 3, 2016

საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია აცხადებს მიღებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებულ სუბსპეციალობის პროგრამაში "გულის ელექტროფიზიოლოგია და არითმიების მართვა". პროგრამა მოამზადებს ექიმ-სპეციალისტს აღნიშნულ სუბსპეციალობაში. პროგრამის ხანგრძლივობაა 2 წელი. აუცილებელი მოთხოვნებია კარდიოლოგის სახელმწიფო სერტიფიკატი და ინგლისური ენის ცოდნა. პროგრამა განხორციელდება ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე. მიღება მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით პირადი შეტყობინებით ან ელ.ფოსტაზე info@gehra.org. განაცხადების მიღება იწარმოებს 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით.