ღონისძიებები
თანამედროვე მიდგომები უეცარი კარდიული სიკვდილის პრევენციასა და გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობაში

14-15 ნოემბერს საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია და Medtronic Academia ევროპის გულის რიტმის ასოციაციის (EHRA) ექსპერტებთან ერთად აწყობს საგანმანათლებლო კონფერენციას "თანამედროვე მიდგომები უეცარი კარდიული სიკვდილის პრევენციასა და გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობაში". საგანმანათლებლო სესიებთან ერთად მოეწყობა მასტერ-კლასები. კონფერენცია ჩატარდება თბილისში, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში. კონფერენციის მხარდამჭერია კომპანია AMTS.